Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი: ბაქომ გახსნა გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სომხეთის რეგიონის ორ ნაწილს


აზერბაიჯანმა ბლოკი მოუხსნა მნიშვნელოვან გზატკეცილს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რეგიონის ორ ნაწილს, მას შემდეგ რაც ის ორი დღის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი - იუწყება სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური 27 აგვისტოს.

უშიშროების სამსახურის განცხადებით, გახსნილია გზის ორივე მონაკვეთი, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, გადაიკეტა პირისთვის დანით ჭრილობის მიყენების ინციდენტის შემდეგ. სამსახური დასძენს, რომ სომხეთის საზღვრის დაცვის სამსახურის წევრები და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეები გზის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ აზერბაიჯანთან.

გზის გადაკეტვამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ ორმა სომეხმა სამხედრომ ამ არეალში დანით დაჭრა აზერბაიჯანელი მესაზღვრე. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფდა ამ ცნობას და აზერბაიჯანის განცხადებას უწოდებდა "მტკნარ სიცრუეს" და "კიდევ მეტ დეზინფორმაციას".

გორის-კაპანის გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეტი კამათის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილზე და მის მიმდებარე, მანამდე სომეხთა ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ოლქებზე, შარშან 44 დღის განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG