Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: ავღანეთში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე "მაღალი რჩება"


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაცია "კვლავ უაღრესად სახიფათოა" და ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხე "მაღალი რჩება".

28 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ბაიდენი ამბობს, რომ შეხვედრა გამართა ეროვნული უშიშროების საკითხებში თავისი გუნდის წევრებთან და ადგილზე მოქმედ სამხედრო მეთაურებთან, რომლებმაც შეატყობინეს, რომ თავდასხმის ალბათობა ძალიან მაღალია "მომავალი 24-36 საათის განმავლობაში".

ბაიდენის თქმით, მან აშშ-ის სამხედრო მეთაურებს დაავალა "ყველა შესაძლო ზომა გაატარონ ძალისმიერი დაცვის უზრუნველსაყოფად", და რომ მათ უნდა ჰქონდეთ ყველა საჭირო ნებართვა, რესურსი და გეგმა ადგილზე მყოფი ადამიანების დასაცავად.

ბაიდენის თქმით, ქაბულში შექმნილი "მოღალატეობრივი სიტუაციის" მიუხედავად, აშშ განაგრძობს იქიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესს და 27 აგვისტოს გამოიყვანა კიდევ 6,800 ადამიანი, მათ შორის ასობით ამერიკელი.

ბაიდენი ასევე შეეხო აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ შეტევას აღმოსავლეთ ავღანეთზე, რომელსაც ექსტრემისტული გაერთიანების, "ისლამური სახელმწიფოს" ორი წევრის სიკვდილი მოჰყვა. ეს შეტევა იყო პასუხი ორი დღით ადრე ქაბულის აეროპორტთან მომხდარ სისხლიან ტერორისტულ აქტზე, რომელზე პასუხისმგებლობაც იკისრა "ისლამური სახელმწიფოს" ადგილობრივმა დანაყოფმა. ბაიდენის თქმით, ეს იერიში არ იყო უკანასკნელი - აშშ გააგრძელებს იმ პირთა ძებნას და მათთვის სამაგიეროს მიგებას, რომლებიც ამ სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG