Accessibility links

site logo site logo

გიგა ჭიკაძემ ნოკაუტით დაამარცხა ედსონ ბარბოზა


გიგა ჭიკაძე

გიგა ჭიკაძემ UFC-ში (წესების გარეშე ბრძოლების ტურნირი) მეშვიდე ბრძოლა გამართა და მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. 33 წლის ქართველი მებრძოლი რამდენიმე საათის წინ გამართული ღონისძიების ცენტრალურ შეხვედრაში ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდა და ხუთრაუნდიანი ბრძოლის მესამე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და ვისთან გამართავს გიგა ჭიკაძე მორიგ ბრძოლას. დიდი ალბათობით, მეტოქედ მსოფლიოს რეიტინგის პირველი ხუთეულის წარმომადგენელი ეყოლება. თავად გიგამ, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, დამსწრეთ მიმართა და უთხრა, რომ რეიტინგის ლიდერთან - მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბი სურს.

გიგა ჭიკაძე ბარბოზასთან ბრძოლის წინ ბევრმა სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა გაამხნევა ვიდეომიმართვით. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როგორ გულშემატკივრობს მას მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG