Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს, ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გაგრძელებაზე მოსალაპარაკებლად


ჰეიკო მაასი
ჰეიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი 29 აგვისტოს იწყებს ოთხდღიან ტურნეს შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლის დროსაც მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება ავღანეთში არსებული ვითარება და საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის გაგრძელება.

მაასი ჯერ ნატოელ მოკავშირე თურქეთს ეწვევა, რომელიც, ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, შეშფოთებას გამოთქვამს ავღანეთიდან მიგრანტთა ახალი, უკონტროლო ტალღის შესახებ, მას შემდეგ, რაც ავღანეთს თალიბანი დაეპატრონა. თურქეთი და მისი ახლო მოკავშირე კატარი - სადაც თალიბანს პოლიტიკური ოფისი აქვს - ქაბულის ახალ მმართველებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ აეროპორტისთვის ტექნიკური დახმარების გაწევაზე, მას მერე, რაც ავღანეთიდან 31 აგვისტოს გავლენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ძალები.

ქაბულიდან თავიანთი მოქალაქეები ნატოს წევრმა თითქმის ყველა ქვეყანამ გაიყვანა, თუმცა საკმარისი დრო არ იყო საიმისოდ, რომ ევაკუაცია შეხებოდა საფრთხის ქვეშ მყოფ ყველა ავღანელს და საერთაშორისო მისიებთან მომუშავე სხვა პირებს, ათასობით ადამიანს. იმის მიუხედავად, რომ დარჩენილი ავღანელების ევაკუაციისთვის შესაძლებლობები მცირდება, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები ალტერნატიულ გზებს ეძებენ ქვეყნიდან მათ გასაყვანად.

მაასი ასევე ესტუმრება უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და პაკისტანს. ავღანეთის სამ მეზობელ ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება ხალხის სამშვიდობოზე სახმელეთო გზით გაყვანაში, იმ შემთხვევაში, თუკი საჰაერო გზა დაიკეტება.

მაასი კატარშიც ჩავა და თალიბანის წარმომადგენლებნს შეხვდება, ქაბულიდან საევაკუაციო პროცესის შესახებ მოსალაპარაკებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG