Accessibility links

site logo site logo

ლუიზიანა ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადება


ძლიერმა ქარიშხალმა გადაკვეთა მექსიკის ყურე და 29 აგვისტოს მის პოტენციურად დამანგრეველ შედეგებს ელიან აშშ-ის სამხრეთის შტატის, ლუიზიანის სანაპიროზე, სადაც თავშესაფრები გაიხსნა ხალხისთვის.

"იდას" ამჟამად შეფარდებული აქვს ქარიშხლის მეოთხე კატეგორია, რაც მხოლოდ ერთი ქულით ჩამოუვარდება უმაღლეს დონეს, ქარის სიჩქარე აჭარბებს საათში 200 კილომეტრს.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა ევაკუაციის ბრძანება გასცეს სანაპიროს არეალებიდან, სახლებს ტოვებს ათიათასობით ადამიანი, რაც გზების გადატვირთვას და საწვავის დეფიციტს იწვევს. ქარიშხალი "იდა" შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე "კატრინა", რომელმაც 16 წლის წინ გააჩანაგა ლუიზიანა და მისისიპი და 1800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

პარალელურად, ლუიზიანის საავადმყოფოები გადავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას იწვევს ვაქცინაციის დაბალი დონე და ვირუსის ახალი, დელტა ვარიანტი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. ასეთ ფონზე, ქარიშხლისგან დასაცავი თავშესაფრები პოტენციურად ვირუსის გავრცელების კერას ქმნიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG