Accessibility links

site logo site logo

პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ პარაოლიმპიადის ფინალში ტრავმა მიიღო და ვერცხლის მედალს დაეუფლა


საქართველოს ანგარიშზე ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე სამი ვერცხლის მედალია. პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილისა და პარაძიუდოისტ ინა ქალდანის (70 კგ) შემდეგ, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ).

ფინალში ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონს, ირანელ მუჰამადრეზა ჰეიროლაჰზადეს დაუპირისპირდა და ტრავმის გამო წააგო. გადამწყვეტ შეხვედრამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ორი ეტაპი გაიარა. მოუგო იაპონელ კენტო მასაკის და უზბეკ შირინ შარიფოვს.

ტოკიოს პარალიმიპიადა 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს დელეგაციაში ცამეტი სპორტსმენია, სპორტის ექვს სახეობაში - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში.

30 აგვისტოს კონკურენციაში ჩაებმებიან აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ, პარაწოლჭიმი) და ლადო ჭინჭარაული (პარასროლა. 10 მ).

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG