Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 წლის წინ ყაზახეთმა დახურა საბჭოთა პერიოდის ბირთვული საცდელი ობიექტი


29 აგვისტოს შესრულდა 30 წელი მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა დახურა თავისი სემიპალატინსკის საცდელი სადგური - უზარმაზარი, მოშორებით მდებარე ობიექტი, რომელსაც საბჭოთა კავშირი 40 წლის განმავლობაში იყენებდა ასობით ატმოსფერული და მიწისქვეშა ბირთვული ცდისთვის.

1991 წლის 29 აგვისტოს, ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა გადაწყიტა დაეხურა "პოლიგონის" სახელით ცნობილი საცდელი ობიექტი, რომელიც შემდგომში გადაიქცა თანამშრომლობის ადგილად აშშ-ს, რუსეთსა და ყაზახეთს შორის, ბირთვული მასალების უსაფრთხოებისა და ტრეფიკინგის საფრთხეების გარშემო.

ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ განიცდის მძიმე შედეგებს, რომლებიც მოჰყვა ოთხი ათწლეულის განმავლობაში რადიაციასთან სიახლოვეს. ზრდასრულ მოქალაქეებს განუვითარდათ სხვადასხვა სახის მომაკვდინებელი სიმსივნე. ჩნდებოდნენ ბავშვები ფიზიკური ან ნევროლოგიური პრობლემებით.

ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ 1 მილიონზე მეტ ადამიანს უარყოფითად შეეხო ბირთვული ცდები, და მათ სოციალური დახმარება დაუნიშნა. მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ ეს დახმარება არ არის საკმარისი და ის მათ თავის გატანის საშუალებასაც ძლივს აძლევს. მოსახლეობის თქმით, ბირთვული ცდების მავნე შედეგები იქ თაობიდან თაობას გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG