Accessibility links

site logo site logo

სინგაპურში აცრილია მოსახლეობის 80 პროცენტი, ვირუსის დელტა ვარიანტი სხვაგან ინფიცირების მატებას იწვევს


სინგაპურში COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად აცრილია მოსახლეობის 80 პროცენტი, რაც ამ ქალაქ-სახელმწიფოს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილად აქცევს ვაქცინაციის მაჩვენებლის მხრივ, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო 29 აგვისტოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით, სინგაპურმა დიდწილად აირიდა თავიდან ინფიცირების ახალი ტალღა, რომელსაც იწვევს კორონავირუსის დელტა ვარიანტი.

სახელმწიფო მასშტაბით მოქმედი ლოკდაუნის მიუხედავად, ახალმა ზელანდიამ 29 აგვისტოს ინფიცირების 83 ახალი შემთხვევა გამოაცხადა, რაც ამ თვეში დაწყებულ აფეთქებას ჯამში 511 შემთხვევად აქცევს.

დელტა ვარიანტი მძიმედ აისახება რუსეთზე, სადაც ივლისში უპრეცედენტოდ მაღალი სიკვდილიანობა აღირიცხა - 50,000 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევები მატულობს ინდოეთშიც, განსაკუთრებით სამხრეთის რეგიონ კერალაში.

საფრანგეთში უკვე მეშვიდე შაბათ-კვირაა იმართება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ კორონავირუსის საშვს, რომელიც აუცრელ მოქალაქეებს შეზღუდვებს უწესებს. შაბათს ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ბერლინში გამართულ აქციებშიც, რომლებითაც გააპროტესტეს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ შემოღებული ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG