Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 13.4%


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 164 402 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 27.3%. სრულად ვაქცინირებულია 383 454 - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG