Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში დააკავეს 13 პირი, ბელარუსის საზღვართან ღობის განადგურების მცდელობისთვის


პოლონეთში დააკავეს 13 აქტივისტი, რომლებიც ცდილობდნენ ბელარუსის საზღვართან გავლებული ღობის ერთი ნაწილის განადგურებას. ღობე აღიმართა იმ მიზნით, რომ შეჩერდეს ქვეყანაში უკანონო მიგრანტთა შედინება.

პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა 29 აგვისტოს, გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორის 12 პოლონეთის მოქალაქეა, ერთი - ჰოლანდიის.

ევროკავშირის წევრ პოლონეთში - ისევე, როგორც ლიეტუვაში - ბოლო კვირებში აღინიშნება მიგრანტთა მოზღვავება ბელარუსის საზღვრიდან, რაც, ოფიციალური პირების თქმით, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელშეწყობით ხდება, როგორც სამაგიერო ნაბიჯი ევროკავშირის მიერ მისი რეჟიმისთვის დაწესებულ სანქციებზე, პროდემოკრატიული დემონსტრაციების მიმართ რეპრესიების გამო. მინსკს ადანაშაულებენ ერაყელი, ავღანელი და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების საზღვრის მიღმა გაგზავნაში, "ჰიბრიდული ომის" ფარგლებში, რომლის მიზანია ევროკავშირში დესტაბილიზაციის გამოწვევა. რეაგირების მიზნით პოლონეთმა ახლახან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართიანი ღობე აღმართა და აცხადებს, რომ 2,5 მეტრის სიმაღლის კედლის აშენებასაც გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG