Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ თალიბანის წევრებმა დააპატიმრეს ცნობილი ავღანელი სასულიერო პირი


გავლენიანი ავღანელი სასულიერო პირის, მაულვი მოჰამად სარდარ ზადრანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის თალიბანის წევრებმა დააპატიმრეს.

ფუნდამენტალისტურმა ისლამურმა ჯგუფმა ავღანეთზე კონტროლი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დაამყარა, რამაც აღძრა შეშფოთება, რომ ის ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში აღადგენს იმ რეპრესიულ მმართველობას, რომელსაც 1996-2001 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნისას მისდევდა.

სარდარ ზადრანის ვაჟმა, სამიულამ რადიო თავისუფლებას 30 აგვისტოს უთხრა, რომ თალიბანის მებრძოლებმა მამამისი წინა დღეს მანქანით წაიყვანეს სახლიდან, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთის პროვინცია ხოსტში.

მოგვიანებით გავრცელდა ფოტო, რომელიც აჩვენებს თვალებახვეულ და სკამზე მჯდომ ზადრანს - ერთ დროს ხოსტის რელიგიური სწავლულების საბჭოს თავმჯდომარეს.

სემიულა ამბობს, რომ არ იცის მამამისის დაპატიმრების მიზეზი.

უფრო ადრე ავღანელი ფოლკლორის მომღერლის და მუსიკოსის, ფავად ანდარაბის ოჯახი ამბობდა, რომ ის გასული კვირის ბოლოს თალიბანის მებრძოლმა მოკლა.

ანდარაბის მკვლელობის შესახებ ცნობების პასუხად უფლებადამცველი ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშენალის გენერალურმა მდივანმა, აგნეს კალამარდმა მიუთითა "მზარდ მტკიცებულებებზე, რომ 2021 წლის თალიბანი კვლავ 2001 წლის შეუწყნარებელი, ძალადობრივი და რეპრესიული თალიბანია".

"20 წლის შემდეგაც, ამ ფრონტზე არაფერი შეცვლილა", - წერს კალამარდი ტვიტერით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG