Accessibility links

site logo site logo

WHO "ღრმად შეშფოთებულია" ევროპაში ვაქცინაციის ტემპის დაცემის გამო


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეშფოთება გამოთქვა ევროპაში ვაქცინაციის კამპანიის ტემპის დაცემის და შედარებით ღარიბ ქვეყნებში დაბალი მაჩვენებლის გამო და განაცხადა, რომ 1 დეკემბრამდე კონტინენტზე შესაძლოა კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილის კიდევ 236,000 შემთხვევა აღირიცხოს.

პანდემიის დაწყებიდან, ევროპის ქვეყნებში ამ ეტაპისთვის COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილის 1,3 მილიონამდე შემთხვევაა აღრიცხული. გასულ კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11 პროცენტით გაიზარდა WHO-ის ევროპის რეგიონის 53 სახელმწიფოში, - უთხრა WHO Europe-ის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ ჟურნალისტებს 30 აგვისტოს. მისი თქმით, ვირუსის სწრაფი გავრცელება კონტინენტზე "ღრმად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით პრიორიტეტულ მოსახლეობაში, რამდენიმე ქვეყანაში".

დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტია სრულად აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG