Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი დატოვეს აშშ-ის ბოლო სამხედროებმა


აშშ-მა დაასრულა ავღანეთიდან თავისი ძალების გამოყვანის პროცესი, რითიც დამთავრდა ყველაზე ხანგრძლივი, ოცწლიანი ომი ამერიკის ისტორიაში და ასევე ევაკუაციის ქაოსური პროცესი, რომელიც მოჰყვა თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობას.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ გამოაცხადა, რომ ქაბული დატოვა აშშ-ის ყველა სამხედრომ, როგორც ეს გათვალისწინებული იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული ბოლო ვადით, 31 აგვისტოთი.

14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ქაბულიდან 122,000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG