Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები დაცვას ითხოვენ


თალიბები ქაბულში

ავღანელმა ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა გაეროს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დონორ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს.

გამოცემა Tolo News-ის ინფორმაციით, წერილში, რომელსაც ხელს მედიის 150 წარმომადგენელი აწერს, ნათქვამია, რომ ისინი, ოჯახის წევრებთან ერთად, მზარდი საფრთხის წინაშე არიან. ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, დაიცვას მათი და მათი ოჯახების წევრთა სიცოცხლე.

მედიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ჟურნალისტი ქალები რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ავღანეთის ხელისუფლებაში რადიკალური მოძრაობა თალიბანის დაბრუნების შემდეგ.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. ამერიკელი სამხედროების გასვლის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდა.

აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები ეტაპობრივად გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG