Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირმა 5 ქვეყანა დაამატა სარისკო სახელმწიფოების ჩამონათვალს


ევროპულმა საბჭომ 5 ქვეყანა ამოიღო იმ სახელმწიფოების სიიდან, რომლებზეც მოგზაურობის შეზღუდვა ვრცელდება.

საბჭო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ურჩევს, შეზღუდონ აშშ-ის, ისრაელის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და ლიბანისა და კოსოვოს მოქალაქეების ჩასვლა ამ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო.

მსოფლიოს ამ და სხვა არაერთ სახელმწიფოში ეპიდსიტუაცია საგრძნობლადაა გაუარესებული კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე დელტა შტამის ფართოდ გავრცელების გამო.

ევროპული საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და ისინი გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ. ევროკავშირის ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ, აშშ მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალში ჯერ კიდევ საბჭოს რეკომენდაციამდე შეიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG