Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4778 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 79 პაციენტი. მხოლოდ აგვისტოში, კოვიდ-ინფექციამ იმსხვერპლა 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 43 741 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4778 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 4753-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 31 აგვისტოს დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.92%;
  • ბოლო 7 დღის - 9.76%;
  • ბოლო 14 დღის - 10.26%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 549 811 შემთხვევა. მათგან 493 414 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7408 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG