Accessibility links

site logo site logo

მყინვარწვერზე უცხოელ მთამსვლელთა ჯგუფი ზვავის ქვეშ მოყვა


საილუსტრაციო ფოტო. სვანეთი, მესტია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერზე უცხოელ მთამსვლელთა ჯგუფი ზვავის ქვეშ მოყვა.

ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა მედიამ, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოზე დაყრდნობით გაავრცელა.

უწყებაში განაცხადეს, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად უკრაინის მოქალაქეები დაშავდნენ.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავებულების ევაკუაცია ქართული მხრიდან, კერძო კომპანიის ვერტმფრენით მოხდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უცხოელები თბილისში გადაიყვანეს, მათგან მხოლოდ ერთ ქალს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG