Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი იტყობინება დაპატიმრებების შესახებ ციხიდან გამოჟონილი ვიდეოჩანაწერების გამო


ციხის ზედამხედველები მიათრევენ დასუსტებულ პატიმარს. თეირანი, ევინის საპატიმრო. უთარიღო.
ციხის ზედამხედველები მიათრევენ დასუსტებულ პატიმარს. თეირანი, ევინის საპატიმრო. უთარიღო.

ირანის სასამართლოს სისტემა იტყობინება, რომ ორი პირი, რომელთა ვინაობა არ გაუმხელიათ, დააკავეს, ხოლო სხვა ოთხი დაკავებული პირი პირობით გაუშვეს თეირანის ევინის საპატიმროდან გამოჟონილ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელზეც გადაღებულია ზედამხედველების მიერ პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა.

ევინის ციხის ვიდეოჩანაწერები აგვისტოში გადასცა ჰაკერთა ჯგუფმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს - „რადიო ფარდას“ და სხვა ირანულ მედიასაშუალებებს.

სასამართლოს ხელისუფლების ოფიციალურმა სააგენტო „მიზანმა“ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ პასუხისგებაშია მიცემული და დაკითხეს ექვსი პირი ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით. „ორი პირი დაკავებულია, დანარჩენები გაუშვეს პირობით“, - ნათქვამია ცნობაში.

„მიზანის“ ინფორმაციით, „ზოგიერთი დანაშაული, რომლებიც ვიდეოჩანაწერებშია ასახული, გამოძიებულია, შესაბამისი პირები დააკავეს, ან სამსახურიდან გაათავისუფლეს“.

Amnesty International-მა განაცხადა, რომ სულ გააანალიზა 16 ვიდეოკლიპი, რომლებიც მოიპოვა ჰაკერთა ჯგუფმა სახელწოდებით „ედალათ ალი“ - „ალის მართლმსაჯულება“.

ვიდეოჩანაწერები პატიმრების „ცემის, მათ მიმართ სექსუალური ძალადობის, წინასწარ განზრახული უგულებელყოფის და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შოკის მომგვრელ მტკიცებულებებს“ წარმოადგენს“. უფლებადამცავი ორგანიზაციის თანახმად, ვიდეჩანაწერები ადასტურებს ასევე, რომ ევინის ციხეში საკნები მუდამ გადატვირთულია, სამარტოო საკნებში სასტიკი და არაადამიანური პირობებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG