Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს „ფაიზერითა“ და „სინოფარმით“ ვაქცინაციის საბუთების გამყალბებლები


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კოვიდვაქცინაციის ყალბი საბუთების დამზადებისა და გასაღებისთვის 7 პირი დააკავა.

„ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით 3 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG