Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიცერით!


ავტორი: გიორგი მიქელაძე

ესეთი წინადადება მაქვს:
მოდით მოვუსმინოთ იმ ქვეყნების წამყვან ეპიდემიოლოგებს, ინფექციონისტებს, იმუნოლოგებს სადაც მეცნიერება და ჯანმრთელობის დაცვა დაფუძნებულია რეალურ ინფორმაციაზე და ამ დაკვირვებების საფუძველზე მიცემულ რეკომენდაციებზე. ნუ გვაქვს იმის იმედი რომ მოხდება სასწაული და ზოგიერთი ექიმი, შეზღუდული გამოცდილებით და ვიწრო სპეციალიზაციით, რაიმე ახალს აღმოაჩენს და ამ ქვეყნების რეკომენდაციების საწინააღმდეგო ახალ სასარგებლო გეგმას შემოგთავაზებთ.
მე არ მეგულება არც ერთი ქართველი ექიმი, რომელსაც მხოლოდ თავის ცოდნით და გამოცდილებით შეუძლია რაიმე რეკომენდაციის მიცემა კოვიდის მართვის შესახებ. მათი რეკომენდაციები ყოველთვის დაფუძნებულია განვითარებული ქვეყნების რეკომენდაციებზე. არ არის საჭირო არავითარი პოლემიკა - ჯობია ცალსახად მივდიოთ აშშ და ევროპული ქვეყნების რეკომენდაციებს. კამათი შეიძლება საჭმელზე, ღვინოზე, ტანსაცმელზე - კოვიდის პროფილაქტიკაზე და მკურნალობაზე არა.
დაიმახსოვრეთ - თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი ამ თემაზე ეს როგორც წესი მათი არაკომპეტენტურობის და არა მათი სიბრძნის და ორიგინალური აზროვნების შედეგია. მე მაგალითად არ შეიძლება მქონდეს ჩემი საკუთარი აზრი ამ პრობლემაზე, მიუხედავად იმისა რომ მუდმივად მიხდება ურთიერთობა ამ თემაზე და საკმაოდ კარგად ვერკვევი ამ საკითხში. მაგრამ მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება რომ ვინმეს არსებულზე უფრო კარგი და არგუმენტირებული რჩევა მივცე.
ერთი რამე ვიცი კარგად - აშშ ჯანდაცვის სისტემა და იქ მომუშავე წამყვანი სპეციალისტების დონე - და ეს მაძლევს საფუძველს რომ მათ რეკომენდაციებს დავუჯერო და სხვებსაც ეს ვურჩიო. ეს რეკომენდაციებიც რასაკვირველია დროსთან ერთად შეიცვლება , მაგრამ ყოველთვის დამყარებული იქნება იმ დროისთვის არსებულ საუკეთესო ცოდნაზე.
არ გვინდა ველოსიპედის თავიდან გაკეთება ან ამერიკის თავიდან აღმოჩენა!
აიცერით!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG