Accessibility links

site logo site logo

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია


ფოტო არქივიდან: ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში, მდინარიდან იღებს წყალს ტყის ხანძრის ჩასაქრობად

ლიკვიდირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ სამსახურის თანამშრომლები.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ 50-მდე მეხანძრე-მაშველი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სოფელ ქვაბისხევში 31 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზეც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა კერებთან სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობით ქრობა. სიტუაციის შეფასების შემდეგ ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც დღის განმავლობაში კერებზე წყალი 18-ჯერ დაასხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG