Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 3800-ზე მეტ ადამიანს, 74 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 74 პაციენტი. 1 სექტემბრისთვის, ლეტალობის მაჩვენებელი 1.35%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 52 162 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3886 შემთხვევა.

გასული დღის განმავლობაში 4103-ით გაიზარდა კოვიდ-ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

1 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.45%;
  • ბოლო 7 დღის - 9.36%;
  • ბოლო 14 დღის - 9.99%.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 48 672 აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 7393 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 553 697 შემთხვევა. მათგან 497 517 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7482 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG