Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 14.3%


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 210 746 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 802 083, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28.1%. სრულად ვაქცინირებულია 408 663, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14.3%-ია.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით. ამასთან, 27 აგვისტოდან, ახალი პარტიის მიღებამდე შეჩერდა "სინოფარმის" პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. მეორე დოზით ვაქცინაცია გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG