Accessibility links

site logo site logo

სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის იუსტიციის სამინისტრო შეღავათებს აწესებს


პირები, რომლებიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ არიან აცრილები, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს ორი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ, ან განახევრებული ფასებით მიიღებენ.

სამინისტროს განცხადებით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ ისეთი მომსახურებით, როგორებიცაა:

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება ან გაუქმება;
  • უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

მომსახურების საფასური განახევრდება შემდეგ სერვისებზე:

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობის აღება;
  • ID სერტიფიკატის განახლება.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, დაწესებული შეღავათების მიღებას ვაქცინირებული მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე შეძლებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 210 746 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 802 083, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28.1%. სრულად ვაქცინირებულია 408 663, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14.3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG