Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი "პირდაპირ მოლაპარაკებას" აწარმოებს თალიბანთან, თავისი მოქალაქეების და მოკავშირეების ავღანეთიდან გამოსაყვანად


ბრიტანეთი პირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებს თალიბანთან, რათა უზრუნველყოფილ იყოს "უსაფრთხო გზა" ავღანეთიდან იქ დარჩენილი ბრიტანეთის მოქალაქეების და მოკავშირეების გამოსაყვანად - მას შემდეგ, რაც ქვეყანაზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა.

ბრიტანეთის მთავრობამ საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ ავღანეთის ტრანზიციის საკითხებში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის საგანგებო წარმომადგენელი, საიმონ გასი ყატარში, დოჰაში გაემგზავრა თალიბანის წევრებთან შესახვედრად.

თალიბანის ბევრი ლიდერი ყატარში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კამპანიამ ისინი ავღანეთიდან განდევნა.

ჯონსონი ზეწოლის ქვეშაა, მისი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ავღანეთში სავარაუდოდ დარჩა ბევრი ადგილობრივი პირი, რომლებიც დასავლეთის ძალებს ეხმარებოდნენ და ახლა თალიბანის მხრიდან სამაგიეროს გადახდა ემუქრებათ.

აშშ-მა ავღანეთიდან თავისი ძალების გამოყვანის პროცესი 30 აგვისტოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG