Accessibility links

site logo site logo

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ხელმძღვანელად შორენა შავერდაშვილი დაინიშნა


კომუნიკაციების სფეროში არსებული კომპანიების მარეგულირებელი კომისიის დაფუძნებული მედიააკადემიის ხელმძღვანელად ჟურნალისტი და ბიზნესმენი შორენა შავერდაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მედიააკადემიის მიმართ კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ, მათ შორის, IDFI-მ ინფორმაციის მიღება ხარჯებისა და სამართლებრივი დოკუმენტების შესახებ სასამართლოს გზითაც მოითხოვა. მედიააკადემიის ბაზაზეა შექმნილი პლატფორმა მედიაკრიტიკაც, რომელიც მედიასაშუალებების მუშაობის ხარისხს აფასებს.

მედიააკადემიის ახალ ხელმძღვანელს, წინას მსგავსად (დავით კაკაბაძე), მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" და ყოველკვირეული პოლიტიკური ონლაინგამოცემა "ლიბერალის" თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო.

2019 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რედაქტორები და ჟურნალისტები საინტერნეტო გამოცემა "ლიბერალიდან" წავიდნენ მფლობელსა და გენერალურ დირექტორთან, შორენა შავერდაშვილთან "სარედაქციო ხედვებთან" დაკავშირებით უთანხმოების და საკადრო ცვლილებების გამო. "მადლობა, რომ "იძულებული გამხადეს" მივბრუნებოდი "ლიბერალს", - ამბობდა შორენა შავერდაშვილი მაშინ და ახალ გეგმებს აანონსებდა. "ლიბერალმა" მუშაობა რამდენიმე თვეში შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG