Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფანჯშირის ხეობაში ახალი შეტაკებები მოხდა თალიბანსა და მის მოწინააღმდეგე ძალებს შორის


წინააღმდეგობის ძალები გზას აკონტროლებენ ფანჯშირის ხეობაში.
წინააღმდეგობის ძალები გზას აკონტროლებენ ფანჯშირის ხეობაში.

იტყობინებიან, რომ ახალი შეტაკებები მოხდა თალიბანსა და მის მოწინააღმდეგე ძალებს შორის ფანჯშირის ხეობაში, რომელსაც თალიბები ჯერ ვერ აკონტროლებენ.

ამასობაში ათასობით ადამიანი მიაწყდა ავღანეთის საზღვრებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ შეუძლებელი გახდა ქვეყნის დატოვება საჰაერო გზით.

პაკისტანის ოფიციალური პირის თქმით, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ტორხამის საკონტროლო პუნქტში, 1 სექტემბერს დიდი რაოდენობით ხალხი იცდიდა და ელოდა საზღვრის გახსნას. თვითმხილველთა თქმით, ათასობით ავღანელმა მიაშურა ასევე ისლამ ყალის გამშვებ პუნქტს ირანის საზღვარზე.

1 სექტემბერს თალიბანმა ფანჯშირის ხეობაში გამაგრებულ ძალებს მოუწოდა, დაყარონ იარაღი. წინააღმდეგობის ძალებმა განაცხადეს, რომ მოიგერიეს თალიბების იერიშები.

ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტმა, რომელიც თალიბანის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფებისგან შედგება, პირობა დადო, რომ დაიცავს ქაბულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ას კილომეტრზე მდებარე ფანჯშირის ხეობას, რომელსაც სულ უფრო მეტი თალიბი აქცევს ალყაში.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბისმილა მოჰამადიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ წუხელ თალიბანის მიერ გახორციელებული მორიგი იერიში „დამარცხებულ იქნა“. მისი თქმით, მოკლულია 34 თალიბი და 65 დაიჭრა. ეს შეტაკებების მეორე დღე იყო მას მერე, რაც უცხოეთის უკანასკნელმა სამხედროებმა დატოვეს ავღანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG