Accessibility links

site logo site logo

თეთრ სახლში მიმდინარეობს შეხვედრა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის


თეთრ სახლში მიმდინარეობს შეხვედრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. კიევი აშშ-ისგან მეტ დახმარებას მოელის უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და აშშ-ის მონაწილეობას აღმოსვლეთ უკრაინის სამშვიდობო პროცესში.

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი,“ თქვა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებისას. მან მადლობა გადაუხადა ბაიდენს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის და COVID-19-ის ვაქცინისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ სურს, იხილოს „ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა,“ და დასძინა, რომ სიამოვნებით ეწვევა უკრაინას. ბაიდენის თქმით, „აშშ კვლავაც მტკიცედ რჩება ერთგული უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა რუსეთის აგრესიის პირობებში.“ მაგრამ მან ასევე მიანიშნა, რომ ვაშინგტონი უფრო ღრმა რეფორმებს მოელის უკრაინაში.

„დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება აშშ-მა გააგრძელოს უკრაინის დახმარება მისი დემოკრატიული რეფორმების გზაზე,“ თქვა ბაიდენმა.

ზელენსკიმ ადრე პირობა დადო, რომ უკრაინას დასავლეთის მხრიდან „არა მხოლოდ სიტყვები“, არამედ მოქმედება სჭირდება რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად და შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად.

პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრამდე, 31 აგვისტოს, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს და მნიშვნელოვანი დაპირებები მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG