Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუჭავა ზესტაფონის პოტენციალზე: მეტალურგიას, სოფლის მეურნეობას უნდა დავუმატოთ ყავის ინდუსტრიაც


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის ლიდერმა, კახა კუჭავამ ზესტაფონში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ამ მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს ახალი ინდუსტრიების შექმნის დიდი პოტენციალი აქვს და ამის საილუსტრაციოდ მან მაგალითიც მოიყვანა.

"ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ქალაქია ისტორიულად, უმნიშვნელოვანესი თავისი დატვირთვით, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში ასრულებს. წამყვანი დარგები: მეტალურგია, ელექტრო-ენერგია, რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობა. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს, ალბათ უნდა დავამატოთ ყავის ინდუსტრიაც. მე საქართველოში ვერ ვნახავ ადამიანს, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის მოგზაურობის დროს ერთხელ მაინც არ გაჩერებულა და არ დაუგემოვნებია ცნობილი ზესტაფონური ხაჭაპური და ყავა არ მიურთმევია", - თქვა კუჭავამ.

მისი თქმით, ზესტაფონში გამოწვევაა გარემოს დაბინძურება და ოთხი წლის თავზე შესაძლოა ამ მუნიციპალიტეტში მიღწეული ცვლილებებით იამაყონ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია და ოპოზიცია აგრძელებენ მერობის კანდიდატების წარდგენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG