Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა ბერძენი კომპოზიტორი, მიკის თეოდორაკისი - ცეკვა "სირტაკის“ მუსიკის ავტორი


მიკის თეოდორაკისი ღია ცის ქვეშ კონცერტისას ათენში, 2002 წლის 10 აპრილი

96 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერძენი კომპოზიტორი, მიკის თეოდორაკისი. ამის შესახებ საბერძნეთის მედია იტყობინება.

მსოფლიო აღიარება თეოდორაკისმა მოიპოვა თავისი ფილმის, „ბერძენი ზორბას“ გამოსვლის შემდეგ 1960-იან წლებში. ის იყო ცეკვა „სირტაკის“ მუსიკის ავტორი. მუსიკა საგანგებოდ ამ ფილმისთვის შეიქმნა და შემდგომში, მსოფლიოში აღიქვამდნენ, როგორც ბერძნულ ეროვნულ ცეკვას.

თეოდორაკისს შეუქმნია სიმფონიები, ოპერები და საბალეტო მუსიკა, ასევე ვოკალური ნაშარმოებები.

კომპოზიტორი მემარცხენე შეხედულებებისა იყო და მას განსაკუთრებით აფასებდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში.

თეოდორაკისი მონაწილეობდა მეორე მსოფლო ომის დროს, ასევე 1960-70-იან წლების საბერძნეთში ულტრამემარჯენე რეჟიმის წინააღმდეგობის მოძრაობებში, არაერთხელ იმყოფებოდა საპატიმროებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, რამდენიმე წელი გაატარა ემიგრაციაში საფრანგეთში.

საბერძნეთში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ იყო პარლამენტის დეპუტატი და მინისტრის პოსტი ეკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG