Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირში ისმის მოწოდებები კრიზისებზე სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალის შექმნისკენ


ევროკავშირში მატულობს მოწოდებები კრიზისებზე სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალის შექმნისკენ, იმ ფონზე, როცა ქაბულზე თალიბანის მიერ კონტროლის დამტარების შემდეგ ქალაქის აეროპორტში ქაოსური სცენები შეიქმნა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 2 სექტემბერს სლოვენიაში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ავღანეთიდან დასავლეთის ძალების გამოსვლის პროცესი, და, დღის წესრიგის თანახმად, მათ ასევე უნდა ესაუბრათ უკვე არსებულ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სწრაფი განთავსების უნარის მქონე, 5000 სამხედროსგან შემდგარი დანაყოფის ფორმირებას.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ქაბულიდან 123,000-ზე მეტი უცხოელის და ავღანელის ევაკუაცია შეძლეს, 14 აგვისტოდან - ანუ ერთი დღით ადრე, სანამ თალიბანი ავღანეთზე კონტროლს დაამყარებდა - 31 აგვისტომდე, როცა ავღანეთი ოცწლიანი ომის შემდეგ დატოვეს აშშ-ის ძალებმა. თუმცა ავღანეთში მაინც დარჩა ათი ათასობით ადგილობრივი მცხოვრები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს ეხმარებოდნენ და ახლა, შესაძლოა, სამაგიეროს გადახდის სამიზნეები გახდნენ.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, სწრაფი რეაგირების დანაყოფი უნდა იყოს ნაწილი ევროკავშირის მცდელობისა შეიმუშავოს თავდაცვის საერთო სტრატეგია. "ზოგჯერ ხდება მოვლენები, რომლებიც კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს ისტორიაში, ახდენს გარღვევას - და ვფიქრობ, ავღანეთი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა" - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG