Accessibility links

site logo site logo

ავღანელმა ქალებმა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მოაწყვეს ქალაქ ჰერათში


დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში 1 სექტემბერს 30-მდე ქალმა აქცია მოაწყო და ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბანის ახალი მმართველობისგან მოითხოვა იმ უფლებების და წინსვლის შენარჩუნება, რომელსაც ქალებმა ქვეყანაში მიაღწიეს ხელისუფლებიდან თალიბანის განდევნის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში.

"განათლება, უსაფრთხოება და სამუშაო ჩვენი ფუნდამენტური უფლებაა" - სკანდირებენ ქალები ამ აქციის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე და დასძენენ: "ნუ გეშინიათ, ჩვენ ერთად ვართ". აქცია გაიმართა ჰერათის მმართველის ოფისის წინ.

მას შემდეგ, რაც ქაბული დაეცა და თალიბანმა 14 აგვისტოს ავღანეთზე კონტროლი დაიბრუნა, თალიბანის ლიდერები აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნებთან მშვიდობიანი უერთიერთობა სურთ და ისლამური კანონის ფარგლებში დაიცავენ ქალების უფლებებს.

ხელისუფლებაში უწინ ყოფნის დროს, 1996-2001 წლებში, თალიბანი ისლამური შარიათის კანონებით ხელმძღვანელობდა და ქალებს მუშაობას უკრძალავდა. გოგონებს არ შეეძლოთ სკოლაში სიარული, ქალებს გარეთ გასვლის უფლება მხოლოდ მთელი სხეულის ბურკით დაფარვის შემდეგ ჰქონდათ, და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თან მამაკაცი ნათესავი ახლდათ. ის პერიოდი ბევრს ახსოვს და ამიტომ თალიბანის დაპირებებს ეჭვით უყურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG