Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა ქალების უფლებებზე "უპრეცედენტო თავდასხმა" უწოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტეხასში აბორტის აკრძალვაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქალების კონსტიტუციურ უფლებებზე უპრეცედენტო თავდასხმა უწოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაებლოკა ტეხასის კანონი, რომელიც თითქმის მთლიანად კრძალავს აბორტებს ორსულობის მეექვსე კვირის შემდეგ.

2 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ტეხასში ეს კანონი ძალაში შევიდა - ბაიდენი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ბოლო სიტყვა ამ, მისი თქმით, "ექსტრემალურ" კანონთან მიმართებით.

ბაიდენი ამბობს, რომ ფედერალურ მთავრობას ავალებს დაადგინოს რა გზებით არის შესაძლებელი იმის უზრუნველყოფა, რომ "ტეხასში ქალებისთვის ხელმისაწვდომი იყოს უსაფრთხო და კანონიერი აბორტები".

კანონი ტეხასში კერძო პირებს ანიჭებს უფლებამოსილებაც უჩივლონ ჯანდაცვის სერვისებს, ოჯახის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ქალის არჩევანს აბორტი გაიკეთოს მას მერე, რაც ნაყოფს ექვსი კვირა შეუსრულდება, შესაძლებელია უჩივლონ მის მეგობარსაც კი, რომელიც ამ ქალს საავადმყოფოში თუ კლინიკაში მიიყვანს - ვკითხულობთ განცხადებაში.

1973 წლის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალებისთვის აბორტი კონსტიტუციური უფლებაა. მაგრამ უზენაესი სასამართლო ამ შემოდგომაზე გამართავს ცალკე პროცესს იმის დასადგენად, მიზანშეწონილია თუ არა 1973 წელს მიღებული ამ გადაწყვეტილების გაუქმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG