Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40-ს აჭარბებს აშშ-ში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი


აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო ქალაქებში ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და პენსილვანიაში დაღუპულთა რაოდებოდა 40-ს აჭარბებს. მსხვერპლთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

წყალდიდობის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები, მეტროს სადგურები. ათასობის მოქალაქე დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მეტროსსადგურების დატბორვისა და სტიქიის ამსახველი სხვა ვიდეო კადრები.

ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ქალაქში თვალს ადევნებს ყველაზე დაუჯერებენ და სულისშეძვრელ სურათს.

სტიქიის ზონაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG