Accessibility links

site logo site logo

იუწყებიან, რომ ავღანეთის მთავრობას უხელმძღვანელებს თალიბანის პოლიტიკური ლიდერი ბარადარი


მოლა აბდულ ღანი ბარადარი

ავღანეთის ახალ მთავრობას უხელმძღვანელებს თალიბანის თანადამაარსებელი და პოლიტიკური ხელმძღვანელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც შედარებით ზომიერი შეხედულებებით იცნობენ მკაცრი ისლამისტური ჯგუფის რიგებში, - იუწყება სააგენტო როიტერსი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

იგივე წყაროები ამბობენ, რომ მთავრობაში წამყვან პოზიციებს დაიკავებენ მოლა მოჰამად იაყუბი, რომელიც თალიბანის აწ გარდაცვლილი დამაარსებლის და სულიერი ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის შვილია, და დოჰაში თალიბანის ოფისის წევრი, შერ მოჰამად აბას სტანეკზაი.

თალიბანის პრესმდივანმა სააგენტო ფრანს პრესს უთხრა, რომ ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობა სულ მცირე 4 სექტემბრამდე არ გამოცხადდება.

ისლამისტური დაჯგუფება დგას მეამბოხე ძალიდან მმართველ ძალად გადაკეთების გამოწვევის წინაშე, იმ ფონზე, როცა უკვე ორ კვირაზე მეტი დრო გავიდა მათ მიერ კონტროლის დამყარებიდან ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, და რამდენიმე დღე ავღანეთიდან აშშ-ის გასვლიდან, იქ ოცწლიანი ყოფნის შემდეგ.

მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა აპირებს, დაიცადოს და დააკვირდეს, რამდენად მოვა შესაბამისობაში ადმინისტრაციის ნაბიჯები თალიბანის განცხადებებთან, რომ ამჯერად იქნებიან უფრო ზომიერები, ვიდრე იყვნენ ხელისუფლებაში ოცი წლის წინ ყოფნისას.

საერთაშორისო დონორების და ინვესტორების თვალში ახალი ადმინისტრაციის ლეგიტიმურობა გადამწყვეტი საკითხი იქნება ავღანეთის ეკონომიკისთვის, რომელიც გაჩანაგებულია იმ ფონზე, რომ ქვეყანა ებრძვის გვალვის და 240,000-მდე ავღანელის დაღუპვის გამომწვევი ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG