Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ შინაპატიმრობა გაუხანგრძლივა კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქს და დეპუტატს, მედვედჩუკს


ვიქტორ მედვედჩუკი
ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინის სასამართლომ ორი თვით გაუხანგრძლივა შინაპატიმრობა ვიქტორ მედვედჩუკს, კრემლთან დაახლოებულ დეპუტატს და ოლიგარქს, რომელსაც აღმოსავლეთის ორ პროვინციაში მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

მედვედჩუკი ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პლატფორმას "სიცოცხლისთვის", რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 31 ოქტომბრამდე დარჩება შინაპატიმრობაში.

67 წლის მედვედჩუკს, რომელსაც ახლო პირადი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, ბრალს სდებენ თავისი ბიზნესიდან მიღებული მოგების ხარჯვაზე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ არეალებში. უკრაინა 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, ნელი ინტენსივობის ომში, რომელსაც 13,200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მედვედჩუკი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG