Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: მელიას ჩაჩოჩება მინდა მესამე ადგილზე, "ოცნების" - მეორეზე


პარტია "საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი და მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი მიზანია გაიმარჯვოს. მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა მისი კონკურენტების "ქართული ოცნების" კანდიდატის კახა კალაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დამარცხებაზე.

"რატო არ უნდა დამესვა ტოლობის ნიშანი. ტოლობის ნიშანი მე კი არ დავსვი, ტოლობის ნიშანი დასვა "ოცნებამ", როცა თავისი არათანმიმდევრული ნაბიჯებით ნიკა მელიასგან შექმნა პოლიტიკური დევნილი და ფაქტობრივად, პოლიტიკური იმუნიტეტით აღჭურვა, რასაც მე მაბრალებენ... მე მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე, ოცნების ჩაჩოჩება მეორეზე", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, ის ყველას წაართმევს ხმებს.

1 სექტემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "საქართველოსთვის" პარტიის სახელით თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. რამდენიემ თვის წინ ის "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი იყო და თანამდებობა ნიკა მელიას დაპატიმრების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG