Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე თანახმა არ არის მხოლოდ გახარიასა და მელიასთან დებატებზე


პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას დებატებში გამოწვევას უპასუხა მმართველი პარტიიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

„რატომ ორ ადამიანს? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, ჩემთვის არაფრით არ განსხვავდებიან თუნდაც გიორგი გახარია, ნიკა მელია, იგივე ანა დოლიძისგან, იგივე რიჩარდისგან, იგივე სხვა კანდიდატებისგან. პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა.

კახა კალაძე დაუჯდება ყველას აბსოლუტურად, ამის შესაძლებლობა იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, გვექნება შესაძლებლობა, როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები. არაფრით არ გამოირჩევა გიორგი გახარია რიჩარდისგან, ან იგივე ნიკა მელია ანა დოლიძისგან, რომ პირისპირ ამ ორ ადამიანს დავუჯდე დებატებში. ეს გამორიცხულია. ყველასთან მზად ვარ, რა თქმა უნდა, ვიდებატო“, - განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

გიორგი გახარია თავის კონკურენტებს დებატებში იწვევს. მან „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ფეისბუკიდან მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG