Accessibility links

site logo site logo

ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსეთის სათათბიროს არჩევნები დაიწყო


რუსეთის საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ადრეული კენჭისყრა დაიწყო 3 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსული მე-4 სამხედრო ბაზისა და რუსეთის ფედერაციის „ეფ-ეს-ბე"-ს სასაზღვრო დეპარტამენტის სამხედროებისათვის.

„3-დან 17 სექტემბრამდე ადრეული კენჭისყრა ჩატარდება რუსი სამხედროებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს განპირობებულია მათი სამსახურის პირობებით და საარჩევნო უბნებიდან დისტანცირებით", - განუცხადა ოსურ და რუსულ მედიას, ცხინვალში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ალექსეევმა.

დიპლომატმა განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა სხვა მოქალაქისთვის ხმის მიცემა დაიწყება 17 სექტემბერს. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის 10 საარჩევნო უბანი 2021 წლის 17-დან 19 სექტემბრამდე გაიხსნება: ექვსი გაიხსნება ცხინვალში, თითო-თითო ჯავის, ზნაურის, ლენინგორის [ახალგორის] რაიონულ ადმინისტრაციულ ცენტრებში და ასევე ქალაქ კვაისაში.

მერვე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები დაგეგმილია 2021 წლის 19 სექტემბერს. ის ჩატარდება სამი დღის განმავლობაში - 17, 18 და 19 სექტემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG