Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ქაბულიდან ევაკუირებულ კიდევ სულ მცირე, 50 ათას ავღანელს მიიღებს ქვეყანაში


ქაბულიდან ევაკუირებული ავღანელი ლტოლვილები აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, აეროპორტში ჩასვლისას, 27 აგვისტო, 2021 წელი.
ქაბულიდან ევაკუირებული ავღანელი ლტოლვილები აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, აეროპორტში ჩასვლისას, 27 აგვისტო, 2021 წელი.

მოელიან, რომ სულ მცირე, 50 ათას ავღანელს ჩაიყვანენ აშშ-ში ამ ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების ჩარჩოებში, დაეხმაროს მათ, ვინც აშშ-თან თანამშრომლობდა ომის პერიოდში.

ამის თაობაზე განაცხადა აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ათეულ ათასობით ავღანელი უკვე ჩავიდა აშშ-ში და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ განაწილდა სამხედრო ბაზებში სხვადასხვა რეგიონში.

შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის უწყების ხელმძღვანელმა, ალეხანდრო მაიორკასმა, განაცხადა 3 სექტემბერს, რომ კიდევ ზუსტად რამდენ ავღანელს ჩაიყვანენ ქვეყანაში და როდის, ჯერ არაა გარკვეული, მაგრამ აშშ ვალდებულებას შეასრულებს. მაიორკასის თქმით, ზოგიერთი ევაკუირებული დატოვეს სატრანზიტო ქვეყნებში მათზე არსებული ინფორმაციის გამო, თუმცა არ დაუზუსტებია დეტალები.

არ არის ცხადი, რა ბედი ეწევათ ავღანელებს, რომლებიც ვერ გადიან უსაფრთხოების შემოწმებას უცხოეთის სატრანზიტო ქვეყნებში.

ავღანელები, რომლებიც აშშ-ში გადასახლებას გეგმავენ, იღებენ ან მიიღებენ ე.წ საგანგებო საიმიგრაციო ვიზას იმ პირებისთვის, რომლებიც თანამშრომლობდნენ აშშ-თან, ან ნატოსთან, ასევე ისისნი, ვინც თალიბანის მმართველობის პირობებში საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG