Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი კატარსა და გერმანიაში გაემგზავრება ავღანელების გადაადგილების საკითხის მოკავშირეებთან შესათანხმებლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლიკენმა, 3 სექტემბერს განაცხადა, რომ მომავალ კვირას ის გაემგზავრება კატარსა და გერმანიაში, რათა მოკავშირეებთან შეათანხმოს ომისგან განადგურებული ქვეყნიდან გაქცეული 100 000-ზე მეტი ავღანელის განსახლების საკითხი.

ბლინკენმა ვაშინგტონში მედიას განუცხადა, რომ ის დოჰაში გაფრინდება 5 სექტემბერს კატარის ლიდერებისთვის მადლობის სათქმელად მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის აშშ-ის ხელმძღვანელობით ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის მშფოთვარე პროცესში გასულ თვეში მას შემდეგ, რაც თალიბანის მებრძოლებმა დაიპყრეს დედაქალაქი, ქაბული, და კონტროლი დააწესეს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე.

მან თქვა, რომ შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც გამართავს შეხვედრას მინისტრების დონეზე 20 სხვა ქვეყანასთან ერთად, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გამოქცეული ავღანელების გადაადგილებისა და განსახლების საკითხით.

შეერთებული შტატების ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა გასულ თვეში ნაჩქარევად ორგანიზებული საჰაერო ევაკუაციით, რის შედეგადაც აშშ-ის ათასობით მოკავშირე ავღანელი ქვეყანაში დარჩა.

ბლინკენმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი "მუდმივ კონტაქტშია" ამერიკელებთან, რომლებიც ავღანეთში დარჩნენ და რომლებსაც კვლავ სურთ ქვეყნის დატოვება. მან თქვა, რომ ბევრ მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მათი სახლები და ოჯახები ავღანეთშია.

ამასთანავე, პენტაგონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, ანალოგიური მისიით გაემგზავრება საუდის არაბეთში, კატარში, ბაჰრეინსა და კუვეითში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG