Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპიდემიის აფეთქება ავსტრალიაში, ახალი ზელანდია ვირუსის„დელტა" ვარიანტს ებრძვის


ავსტრალიელები აცრის რიგში, სიდნეი, 25 აგვისტო, 2021 წელი
ავსტრალიელები აცრის რიგში, სიდნეი, 25 აგვისტო, 2021 წელი

ავსტრალია მთელი ძალით ცდილობს, ჩაახშოს კოვიდ-19-ის ყველაზე ძლიერი ტალღა. 4 სექტემბერს ინფიცირების კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებელი, 1756 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ახალ ზელანდიაში კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილის პირველი შემთხვევა აღინუსხა ბოლო ექვსი თვის მანძილზე.

ოფიციალურმა პირებმა ავსტრალიაში ხალხი გააფრთხილეს, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება და მათ ვაქცინაციისკენ მოუწოდეს, მაშინ როცა ჯანდაცვის ორგანოებმა ახალ ზელანდიაში განაცხადეს, რომ სიკვდილიანობის მიუხედავად, არსებობს იმის ნიშნები, რომ ძლიერად გადამდები "დელტა" ვარიანტის გავრცელება კონტროლის ქვეშაა.

ავსტრალია და ახალი ზელანდია - კოვიდ-19-ის კონტროლის საკითხში ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემების მქონე ორი ქვეყანა - კორონავირუსის ააფეთქებას ებრძვიან ბოლო კვირების განმავლობაში.

ავსტრალიაში დაფიქსირებული 1700-ზე მეტი შემთხვევიდან უმეტესობა ახალ სამხრეთ უელსში იყო, რომელიც „დელტა“ ვარიანტის აფეთქებას შუა ივნისის შემდეგ ებრძვის.

შტატში ინფიცირების 1533 ახალი შემთხვევა და სიკვდილის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ბოლოდროინდელი ყოველდღიური შემთხვევები დაახლოებით ორჯერ აღემატება გასული წლის პანდემიის ყველაზე უარეს, წინა ტალღას ავსტრალიაში. ახალი სამხრეთი უელსი და ვიქტორია ახლა მომართული არიან ვაქცინაციის დაჩქარებაზე, რათა შემთხვევები ნაკლებად საშიში გახადონ.

სიკვდილის შემთხვევა ახალ ზელანდიაში "უაღრესად სამწუხარო შეხსენება იყო იმის, თუ რატომ არის ის ზომები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, ასე მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG