Accessibility links

site logo site logo

გაერო წარმოადგენს მოხსენებას მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის შესახებ, რომელშიც პრატასევიჩი იმყოფებოდა


ბელარუსი აქტივისტი, რამან პრატასევიჩი, მინსკი, 2021 წლის ივნისი

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს ანგარიშს მინსკში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაჯდომის და ბელარუსი ბლოგერის, რომან პრატასევიჩის, დაკავების შესახებ.

ორგანიზაციის ექსპერტები მინსკში ჩავიდნენ იმ ვითარების გამოსაძიებლად, რომლის შემდეგაც მსოფლიო ავიაკომპანიების ალბათ უმეტესობამ შეწყვიტა ბელარუსის ტერიტორიის თავზე გადაფრენა. ევროკავშირმა აკრძალვა დააწესა ბელარუსის ავიაკომპანიების ევროპის კავშირის საჰაერო სივრცეში ფრენებზეც. გამოძიების საბოლოო შედეგები ნოემბერში გამოქვეყნდება.

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. თვითმფრინავი იძულებით დაჯდა მინსკის აეროპორტში მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ. ეს ცრუ შეტყობინება გამოდგა. Ryanair-ის ხელმძღვანელობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მინსკის დისპეტჩერებმა მოტყუებით არ მისცეს თვითმფრინავს ბალტიის ქვეყნებში ან პოლონეთში დაჯდომის საშუალება.

თვითმფრინავის დაჯდომისთანავე, ბელარუსის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ბორტზე მყოფი რომან პრატასევიჩი, ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელი და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, და მისი მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე, სოფია საპეგა, დააკავეს. მათ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზაციის შესახებ და ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი სოციალური მტრობის გაღვივების შესახებ.

უფრო მოგვიანებით, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ დაკავებულებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს. პრატასევიჩი ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანზე გამოჩნდა და აღიარა მასობრივი არეულობების მოწყობა, გააკრიტიკა სხვა ოპოზიციონერები და განაცხადა, რომ პატივს სცემს ლუკაშენკას. პროტასევიჩის ახლობლებმა და თანამებრძოლებმა მოუწოდეს საზოგადოებას, ყურადღება არ მიექციათ მისი სიტყვებისთვის და ამტკიცებდნენ, რომ პატიმრობაში მყოფი პროტასევიჩი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

25 ივნისს პროტასევიჩი და საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს საგანგებო დაწესებულებაა. კერძოდ, ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს ფრენების უსაფრთხოებას და ამოწმებს საერთაშორისო აეროპორტების მუშაობისა და მათი მომსახურების უსაფრთხოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG