Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი წერეთელი: „თერჯოლაში ხდება წინასაარჩევნო ზეწოლა და დევნა“


„ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მმართველ პარტიას ოპონენტების ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს.

„მას შემდეგ, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდან კოვზირიძემ განუცხადა აუდიტს, რომ იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა. სწორედ ამიტომ იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

როგორც „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, ეს არის არა იზოლაციის წესის დარღვევის გამო, არამედ პოლიტიკური ნიშნით გამოწერილი ჯარიმა,

„ქართულმა ოცნებამ” იმერეთშიც, მთელი ქვეყნის მსგავსად, წინასაარჩევნო დევნა დაიწყო“, - ამბობს გიგი წერეთელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG