Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდისგან განიკურნა 111 წლის ლეონილა გვაჯავა


კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ლეონილა გვაჯავას რესპუბლიკური საავადმყოფოდან 6 სექტემბერს გაწერენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებიდან მალევე შეიყვანეს.

„ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსოლუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ლეონილა გვაჯავა, წლების წინ, ჩხოროწყუს პირველ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა. ჰყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი, ათი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG