Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აუკრძალა Yandex– სა და Google–ს ძებნის შედეგებში გამოიტანოს „გონივრული ხმისმიცემა“


„გონივრული ხმისმიცემა“ ასე ჰქვია პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიცონერი პოლიტიკისის, ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ შემუშავებულ წინასაარჩევნო სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ხმის მიცემას ალტერნატიული კანდიდატისთვის. ამ სტრატეგიით მაღალია ალბათობა, რომ ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხებს კანდიდატს მმართველი პარტიიდან.

რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ინფორმაციით, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სტავროპოლის მატყლის მწარმოებელი კომბინატის სარჩელის პასუხად.

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი ივან ჟდანოვი მიიჩნევს, რომ Yandex-ი, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ გამოაჩინოს ძებნის შედეგებში ფრაზა "გონივრული კენჭისყრა", ალბათ აღასრულებს, Google კი, სავარაუდოდ, არ შეასრულებს მას.

ივან ჟდანოვმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ამიტომ ის მოუწოდებს მხარდამჭერებს გამოიყენონ სხვა სერვისები "გონივრული კენჭისყრის" შესახებ ინფორმაციის მისაღებად. შესაბამისად, მისი ვარაუდით, ძიების შედეგებში მისი არარსებობა დიდად არ იმოქმედებს სტრატეგიის ეფექტიანობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG