Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტში ავარიულად დაჯდა „აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი


„აირზენას“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ საათში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა ავარიულად.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განმარტებით, თვითმფრინავს აფრენის შემდეგ მალევე შეექმნა პრობლემები.

„არ დაიხურა შასი. ეს ტექნიკური გაუმართაობაა. აფრინდა, მაგრამ შასი -ბორბლები არ შევიდა ხომალდის კორპუსში. შესაბამისად, პილოტმა, რადგანაც ჩვენთვის უზენაესია მგზავრთა უსაფრთხოება, მიიღო გადაწყვეტილება დაეხარჯა 6 ტონა საწვავი და დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რათა თვითმფრინავს ჩაუტარდეს საფუძვლიანი შემოწმება როგორც შასის გაუმართაობის მიზეზის, ასევე რეისის განხორციელების შესაძლებლობის დასადგენად“, - უთხრა რომან ბოკერიამ "ტვ პირველს.“

თვითმფრინავში, რომელიც ვენაში მიფრინავდწა, 180 მგზავრი იმყოფებოდა.

თბილისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მგზავრები აეროპორტის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილი, ადგილზე გამოძახებული ტექნიკური ჯგუფი კი თვითმფრინავს ამოწმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG