Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი ოცეულის“ ჯანდაცვის მინისტრები კოვიდ-19-ის მართვის სტრატეგიებს განიხილავენ რომის შეხვედრაზე


დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა 5 სექტემბერს იმართება რომში, სადაც, მსოფლიო ძალისხმევის ჩარჩოებში, განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად.

„დიდი ოცეულის“ ორდღიანი შეხვედრა ეძღვნება კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმდინარე ძალისხმევებს და ასევე, სტრატეგიებს მომავალ პანდემიებთან გასამკლავებლად. შეხვედრის მიზანია "თანამშრომლობის, სოლიდარობის და სამართლიანობის ძლიერი გზავნილი იმის მყარი რწმენით, რომ არავინ უნდა დარჩეს დავიწყებული",- განაცხადეს შეხვედრის ორგანიზატორებმა რომში, რომელიც დიდი ოცეულის სამიტს ოქტომბრის ბოლოს უმასპინძლებს.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ 4 სექტემბერს მიიღო ექსპერტები ფსიქიურ ჯანმრთელობაზე სასაუბროდ და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უამისოდ არ არსებობს. მინისტრები განიხილავენ ასევე გაუმჯობესების გზებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მეცნიერული ცოდნის გაზიარება და როგორ უნდა გახდეს ვაქცინასთან წვდომა უფრო სამართლიანი.

„დიდი ოცეულის“ წევრმა, ავსტრალიამ, კოვიდ-19-ით ინფიცირების დაახლოებით 1700 ახალი შემთხვევა და სიკვდილის სამი შემთხვევა აღნუსხა 5 სექტემბერს, ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატებში კორონავირუსის სხვა სვერსიის,„დელტას“ მზარდი გავრცელების შეჩერების მცდელობების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG