Accessibility links

site logo site logo

ბრიტანელი ექსპერტების თანახმად, მსოფლიოში ცნობილი არაერთი გამოცემა რუსული ტროლების სამიზნეა


მსოფლიოს 16 ქვეყნის 32 მედიასაშუალება იქცა კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი ტროლების სამიზნედ. ამის შესახებ საუბარია კარდიფის უნივერსიტეტში მოქმედი, დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ცენტრის ექსპერტთა თანახმად, ცნობილი გამოცემების საიტებზე ტროლების მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებს რუსული მედიასაშუალებები იყენებენ თავისი სტატიების საფუძვლად. 2018 წლიდან გააქტიურებული ტაქტიკა ბოლო ხანს ფოკუსირებულია ავღანეთიდან დასავლეთის სახელმწიფოთა ჯარების გასვლაზე.

გავლენის მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, დასავლეთის მედიასაშუალებებზე სისტემატურად ხორციელდება მანიპულაცია, რომლის მიზანია კრემლის ინტერესების შესაბამისი დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელება. ამ ოპერაციის სამიზნედ იქცნენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა ბრიტანული The Daily Mail, Daily Express და The Times, ამერიკული Fox News და The Washington Post, ფრანგული Le Figaro, გერმანული Der Spiegel და Die Wel და იტალიური La Stampa.

კარდიფის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამოავლინეს 242 შემთხვევა, როცა რუსეთთან დაკავშირებული ფაქტების საპასუხოდ, ტროლებმა გამოაქვეყნეს პროვოკაციული, პრორუსული ან ანტიდასავლური კომენტარები, რომლებიც შემდეგ რუსულმა მედიასაშუალებებმა გამოიყენეს თავისი პუბლიკაციებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG