Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 1120 ადამიანს, 61 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 61 პაციენტი. 6 სექტემბრის დილისთვის, ლეტალობის მაჩვენებელი 1.36%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 149 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1120 შემთხვევა. კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი როგორც წესი, შემცირებულია და შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვიც.

6 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.94%;
  • ბოლო 7 დღის - 8.19%;
  • ბოლო 14 დღის - 9.15%.

ბოლო დღე-ღამეში 4905-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 6 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 391 აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 7 016 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 565 957 შემთხვევა. მათგან 519 673 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 7867 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG